მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » ყვავილის ახალ სახეობას "ვუვუზელა" დაარქვეს
10:35 PM
ყვავილის ახალ სახეობას "ვუვუზელა" დაარქვეს



სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კაპის პროვინციაში ახალი სახეობის მცენარეს ”ვუვუზელა” დაარქვეს. ყვავილს ეს სახელი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პოპულარული საყვირის პატივსაცემად უწოდეს. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის ბიოლოგიური კვლევევის ინსტიტუტის (SANBI) საიტი იტყობინება.

მცენარის ახალი სახეობის სრული სამეცნიერო სახელწოდებაა - Moraea vuvuzela. ყვავილი ზამბახისებრთა ოჯახს განეკუთვნება და გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. როგორც გამომცემლობის საიტზეა ნათქვამი, ყვითელი ფერის ყვავილის ფორმა ფეხბურთის გულშემატკივართა საყვირებს ჰგავს. ამიტომაც მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სამახსოვროდ ყვავილი ”ვუვუზელად” მონათლეს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 891 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ყვავილის ახალ სახეობას ვუვუზელა დაა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar