მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » 75 წლის დალაი ლამას ქალები ესიზმრება
10:19 PM
75 წლის დალაი ლამას ქალები ესიზმრება




ტიბეტელ ბუდისტთა ლიდერის დალაი ლამას 75-ე დაბადების დღე ინდოეთის ქალაქ დხარამსალაში ზარ-ზეიმით აღინიშნა. როგორც წესი, თავის იუბილეში დალაი ლამა არ მონაწილეობს ხოლმე, თუმცა წელს მილოცვები პირადად მიიღო და ათასობით თავის მიმდევარს სიტყვითაც მიმართა.

”ჩემთვის, როგორც ბუდისტისთვის, საკუთარი დაბადების დღე - უბრალოდ ახალი დღეა”, - განუცხადა ტიბეტელთა სულიერმა ლიდერმა გერმანულ გამოცემა Bild-ს. ასეთი თავმდაბლობა ალბათ იმითაცაა გამოწვეული, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, დალაი-ლამა 113 წელი იცოცხლებს.

როგორც ჩანს, ამ ასაკამდე მიღწევას დალაი ლამა საკუთარი რეცეპტით ეცდება, რომელიც სხვა წესების დაცვასთან ერთად დღის განმავლობაში 9 სთ ძილსა და 5 სთ მედიტაციას გულისხმობს. ბუდისტისთვის არ არსებობს კომპიუტერი, ტელევიზორი, რომანები და... ქალები.

”ქალები ზოგჯერ მესიზმრებიან, - აქვეყნებს დალაი ლამას სიტყვებს იტალიური La Stampa. - მაგრამ ძილშიც კი ვახერხებ თავს შევახსენო, რომ ბერი ვარ. სექსი ადამიანს პირუტყვის მსგავს ხდის. მე ადამიანი ვარ, რომელიც მორალურ პრინციპებს იცავს. სწორედ ცელიბატია ის, რაც მე სხვა ჩვეულებრივი ცხოველებისგან განმასხვავებს”.

დალაი ლამა საკუთარ თავს ზარმაცს უწოდებს, თუმცა მისი თქმით, ეს არ ეხება რწმენას, არამედ - ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლას.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1205 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: 75 წლის დალაი ლამას ქალები ესიზმრებ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar