ჟურნალმა
 Esquire თავის საიტზე ვებ-ბმული "მოლაპარაკე პუტინი" განათავსა, რომელიც 
პრემიერ-მინისტრის გამოსვლების ფრაგმენტთა კონსტრუქტორს წარმოადგენს. ამით 
საიტის მომხმარებელს საშუალება აქვს, პუტინი სურვილისამებრ ალაპარაკოს. 
როგორც
 გამოცემაში აცხადებენ, "ეს ერთადერთი ადგილია, სადაც პრემიერ-მინისტრი 
ვლადიმერ პუტინი ამბობს სწორედ იმას, რისი გაგებაც მოქალაქეებს მისგან 
სურთ". 
ჩვეულებრივი სიტყვების გარდა, "კონსტრუქტორით" შესაძლებელია
 პუტინს ათქმევინოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: "ოქროს კბილები", "დავიჭერთ 
და დავსჯით", "შავად შევღებავთ", "ბოლომდე გავანადგურებთ", "მინიმალური 
ადმინისტრაციული ხარჯებით". ვირტუალური პუტინის სიტყვათა მარაგშია ასევე: 
"სტალინი", "ღმერთი", "რეპრესიები", "ლამბორგინი" და "კრიზისი".
არასწორი
 ინტონირებისა და სიტყვათა მარაგის სიმცირის გამო ვირტუალური პუტინის 
სიტყვით გამოსვლები, უმეტეს შემთხვევაში, არცთუ მთლად დამაჯერებლად 
გამოიყურება, თუმცა წარმოდგენილი კრებულით მაინც შესაძლებელია აზრიანი 
წინადადებების აგება. 
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.