მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » ერთწლიანი პატიმრობა საკუთარი თავისთვის გაგზავნილი SMS-ისთვის
10:43 PM
ერთწლიანი პატიმრობა საკუთარი თავისთვის გაგზავნილი SMS-ისთვის



კალიფორნიის შტატში ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც საკუთარი ტელეფონის ნომერზე ასობით მუქარის შემცველ SMS-შეტყობინებას აგზავნიდა, განაჩენი გამოუტანეს.

ქალაქ სანტა-ანას უზენაესმა სასამართლომ 25 წლის ჟანა მუნდანგო მანუნგს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის თაღლითობასა და პოლიციაში ცრუ განცხადებების შეტანაში სცნეს დამნაშავედ, იტყობინება Associated Press.

საქმის მასალების მიხედვით, ჟანა მუნდანგო მანუნგმა შეტყობინებების გაგზავნა 2008 წელს დაიწყო. ცოტა ხნით ადრე ის შეყვარებულმა მიატოვა.

მსჯავრდებულის თქმით, სწორედ ყოფილი შეყვარებული და მისი საცოლე აგზავნიდნენ მის ნომერზე მუქარის შემცველ შეტყობინებებს. ამის შესახებ მანუნგმა პოლიციაში ორჯერ განაცხადა. თუმცა პოლიციამ შეტყობინებების ნადვილი ავტორის პოვნა შეძლო და ის თავად განმცხადებელი აღმოჩნდა.

ორი წლის მანძილზე მსჯავრდებულმა საკუთარ თავს ასობით შეტყობინება გაუგზავნა.

სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ ყველა შეტყობინება მანუნგის სახლის მიმდებარე, ან მისი სამსახურის ტერიტორიიდან იყო გაგზავნილი, იტყობინება News.Cnet.com. პოლიციამ ბოროტმოქმედი 2010 წლის მაისში დააკავა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული კომპენსაციის სახით თავის ყოფილ შეყვარებულსა და მის საცოლეს 50 ათას დოლარს გადაუხდის.


მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1201 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ერთწლიანი პატიმრობა საკუთარი თავისთ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar