მთავარი » 2010 » ნოემბერი » 14 » არველაძის „ქაისერისფორი“ სატურნირო ცხრილის სათავეშია
10:31 PM
არველაძის „ქაისერისფორი“ სატურნირო ცხრილის სათავეშია



თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგაში შოთა არველაძის „ქაისერისფორი" სატურნირო ცხრილის სათავეშია. გათამაშების მე-12 ტურში „ქაისერმა" გასვლით შეხვედრაში „კონიასფორი" მინიმალური ანგარიშის სხვაობით 1-0 დაამარცხა და ლიდერის პოზიცია დაიკავა.
მატჩის ბედი 89-ე წუთზე გადაწყდა. გამარჯვების გოლი არველაძის გუნდის ურუგვაელმა ფორვარდმა მარსელო ზალაიეტამ გაიტანა. „ქაისერის" ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელმაც 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა.
არველაძის „ქაისერისფორს 27 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. მას ერთი ქულით „ტრაბზონსფორი" ჩამორჩება, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ნათამაშები. თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-12 ტურის კიდევ 4 შეხვედრა დღეს ჩატარდება. „ტრაბზონსფორი" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ბურსასფორს" დაუპირისპირდება.







































კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1174 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar