მთავარი » 2010 » ნოემბერი » 05
NDI საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება
მედიის გამჭვირვალობა იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც NDI (ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი) საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე იმსჯელებს. შეხვედრა ბათუმში გაიმართება. სხდომაზე პარლამენტის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასა და მომავალ
პოლიტიკურ ხედვებზე ისაუბრებენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


საქართველო - ყველაზე აქტიური რეფორმატორი ქვეყანა
საქართველო ყველაზე აქტიური რეფორმატორი ქვეყანაა სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებისა და მსოფლიოში ბიზნესის რეგულაციის რეფორმირების კუთხით.
ასეთია მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია
სპეციალურ ანგარიშში - "ბიზნესის წარმოება 2011".

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


მოსკოვო, მიყვარხარ! / Москва, я люблю тебя! (2010/DVDRip)
დასახელება: მოსკოვო, მიყვარხარ!
ორიგინალური დასახელება: Москва, я люблю тебя!
წელი: 2010
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
როლებში: ივანე ოხლობისტინი, ევგენი მირონოვი, მარია მირონოვა, ეკეტერინე დვიგუბსკაია, დიმიტრი დიუჟევი, ნატალია ფატეევა, ალბერტ ფილოზოვი, ...

ანოტაცია:
18 რეჟისორი, 18 ნოველა, 18 სასაცილო რომანტიული და სათუთი ისტორია მოსკოვზე. ყველა ხუთწუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი დამთავრებული კინონაწარმოებია, მოკოვის ცხოვრების ნაწილი, რომელიც მოგივთხრობს ადამიანებს შორის ურთიერთობი, შეხვედრების, დაშორებების, დანაკარგების და პოვნის შესახებ. მთავარი გმირი, რომელმაც ნოველები გააერთიანა - რა თქმა უნდა მოსკოვია. რეჟისორები თავისი ისტორიებით მოსკოვს სიყვარულში უტყდებიან…

წარმოება: რუსეთი
ხანგრძლივობა: 01:48:15
გახმოვანება: ორიგინალი

ფაილის
ფორმატი
: AVI (XviD)
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: 1412 kb/s, 720x304
აუდიო: AC3, 384 kb/s (6 ch)
მოცულობა: 1,400 MB




by:allfile


ჯაშუშების სკანდალის დეტალები ცნობილია
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ოთარ ორჯონიკიძის ბრიფინგი გაიმართა.
ორჯონიკიძის განცხადებით, დაკავებულია, 13 პირი, მათგან 4 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. დაკავებულებს უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულები არიან ბაკურ კიღურაძე, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გაბრიელ უსტალიშვილი, დავით მესხიძე, ბელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე, ტარიელ აბაშიძე, რუსლან გალოგრე, ედუარდ აბდულაევი, არმენ გევროქიანი, რუბენ შიკოიანი, პეტრე დევრიშაძე, იური სკრილრპნიკოვი.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


პრაღაში ვეტერანთა შორის სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ვეტერანთა შორის სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავდა თემურ გიორგაძისა და ოთარ ყურაშვილის სახით, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს და
საქართველოში ოქროს მოდლებით დაბრუნდნენ.
ვეტერან სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე 52 გუნდი მონაწილეობდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ანა ჩეპმენი ტელესახე ხდება
ანა ჩეპმენი ტელესახე ხდება. რუსულ-ამერიკული ჯაშუშური სკანდალის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ წარმატებით გაიარა გასაუბრება ტელეკომპანია ”როსია დვას” დირექციასთან და მალე სპორტული ახალი ამბების რუბრიკას წაიყვანს.
მისი ხელფასი კი 150-დან 250 ათას რუსულ რუბლამდე იქნება. ინფორმაციას არ ადასტურებს არხის ხელმძღვანელობა. "კომსომოლსკაია პრავდა" წერს, რომ ტელეკორპორაცია ჩეპმენით ჯაშუშური სკანდალის შემდეგ დაინტერესდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


Office Mac 2011 უკვე გაყიდვაშია
კორპორაცია Microsoft–მა Mac-ის კომპიუტერებისთვის უკვე დაიწყო Office 2011–ის პაკეტის გაყიდვა, იუწყება Microsoft–ის ოფიციალური ბლოგი. ამჟამად ხელმისაწვდომია პაკეტის სამი ვერსია – სასწავლო დაწესებულებებისთვის, სახლისა და კორპორატიული მომხმარებლებისთვის. ბოლო ორი ვერსიის შეძენა 150 და 280
აშშ დოლარად არის შესაძლებელი.

Office for Mac-ის გამოსვლის შესახებ სექტემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. მაშინ Microsoft–ის ოფიციალური ბლოგი იუწყებოდა, რომ Office for Home and Student და   Office for Home and Business-ის პაკეტების ღირებულება 120 და 200 აშშ დოლარი იქნებოდა. მიზეზი, თუ რატომ გაძვირდა პაკეტების ღირებულება არ სახელდება.
Office 2011 –ის სახლის მომხმარებელთა პაკეტში შევიდა პროგრამები: Word, Excel და Power Point. კორპორატიული მომხმარებელების პაკეტზე კი
დამატებულია საფოსტო კლიენტი Outlook.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


Sharp პერსონალური კომპიუტერების ბაზარს ტოვებს
იაპონური კომპანია Sharp წყვეტს პერსონალური კომპიუტერების წარმოებას, იუწყება რესურსი Nikkei.com. უფრო ზუსტად, საუბარია მხოლოდ x86 მიკროარქიტექტურის პროცესორიან კომპიუტერებზე. კომპანია არ აპირებს მომავალში მსგავსი ნოუთბუქებისა და ნეტბუქების წარმოებას. მსგავსი ტიპის ბოლო პროდუქტი, მინი-ლეპტოპი Mebius PC-NJ70A, წარმოდგენილი იყო 2009 წლის შემოდგომაზე.
საინტერესოა იპაონური ვენდორის მიღწვევები კომპიუტერულ ინდუსტრიაში: 90-იან წლებში კომპანიამ გამოუშვა მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი და პატარა ნოუთბუქი, ხოლო 2003 წელს შექმნა პირველი ლეპტოპი 3D-დისპლეით.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


Android 3.0 პლანშეტების ნიმუშები დეკემბრიდან გამოჩნდება
პირველი პლანშეტური კომპიუტერების საინჟინრო ნიმუშები, რომლებიც Google Android-ის მესამე ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ იმუშავებს,  მიმდინარე წლის დეკემბერში გამოჩნდება.
აქამდე არსებული ინფორმაციით Android 3.0-ს გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი და გაფართოვებული ფუნქციონალი უნდა მიეღო. პლატფორმასთან სამუშაოდ საჭირო იქნება აპარატული უზრუნველყოფა მინიმუმ 512 მბ RAM-ით , გიგაჰერცული პროცესორით და დისპელის დიაგონალით 3,5-დიუმიდან.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


სმარტფონი Samsung Galaxy S2 გაყიდვაში 2011 წელს გამოვა
ახალი სმარტფონის Samsung Galaxy S2–ის პრეზენტაცია 2011 წელს შედგება. კომუნიკატორ Galaxy S2-ს 2 გიგაჰერციანი ტაქატური სიხშირის  პროცესორი, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება და ასევე 4 და 32 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული ექნება. Galaxy S2-ის სენსორული დისპლეი დიაგონალზე 4,3 დიუმია, ხოლო მისი გაფართოვება 1280×720 პიქსელს შეადგენს.
სმარტფონი მიიღებს 8-მეგაპიქსელიან კამერას Full HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით, Bluetooth 3.0 და Wi-Fi (802.11b/g/n) კონტროლერებს, GPS მიმღებს, გიროსკოპს, აქსელერატორს, microSD-სლოტს და 3,5-მილიმეტრიან
ბუდეს ყურსასმენის შესაერთებლად.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სახელმძღვანელობის გრიფირების წესი იცვლება
ახლად დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო პროცესში იმპლემენტირება 2011 წლის 15 სექტემბერს დაიწყება. საწყის ეტაპზე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა პირველ საფეხურზე (პირველი-მეექვსე კლასი) დაინერგება, ხოლო 2012 წლიდან ცვლილებები მეორე და მესამე საფეხურს შეეხება. 

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის სკოლებში დანერგვის შესაბამისად ავტომატურად  ყველა გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს გაუუქმდება გრიფი, სახელმძღვანელოებს გრიფი ახალი გრიფირების წესების მიხედვით მიენიჭებათ. 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი გრიფირების მიხედვით დღეს გამოაცხადა კონკურსი პირველი-მეექვსე კლასის სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც მარტამდე გაგრძელდება. ხოლო 2011 წლის ნოემბერში კონკურსი გამოცხადდება მეშვიდე-მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოებზე.
გრიფირების ახალი წესის მიხედვით სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ...

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობა გრძელდება
პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ  თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლას საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორია გადასცა.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნები გაძლიერებულად ისწავლება. სკოლის მოსწავლეები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებში, სადაც საპრიზო ადგილებზე გადიან.
,,სკოლის პროფილიდან გამომდინარე, 42-ე საჯარო სკოლისთვის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გადაცემა ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოსწავლეებისთვის აღნიშნული დისციპლინების სწავლების პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახდება’’- აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ და მოსწავლეებთან ერთად ცდები ჩაატარა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


დიმიტრი შაშკინი - სახელმძღვანელოებთან შექმნილი პრობლემა ერთხელ და საბოლოოდ მოგვარდება
2011 წლის 15 სექტემბერიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლის I-VI კლასების მოსწავლეები ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რომელიც 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. სქემა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა კატეგორიულად გამორიცხავს როგორც შინაარსობრივ, ასევე ტექნურ ხარვეზს, რაც დღეს გადაუჭრელ პრობლემად ითვლება. ამასთან, სახელმძღვანელოების შეძენა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და მომდევნო თაობებს მისი გამოყენება წლების განმავლობაში შეეძლებათ. სამინისტროს მხრიდან ნოვაციური მიდგომა თანაბარ პირობებში ჩააყენებს გამომცემლობებსაც, რადგან სახელმძღვანელოებზე შექმნილი ხელოვნური დეფიციტითა და ხელოვნურად გაზრდილი ფასებით არაკეთილსინდისიერი გამომცემლები მოსწავლეთა მშობლებს სერიოზულად აზარალებენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


შაქრის ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
შაქრის ფასმა მსოფლიო ბაზრებზე ახალი რეკორდი დაამყარა და ბოლო 30 წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა. მაისიდან მოყოლებული ფუნტი შაქრის ფასი 135% პროცენტით გაიზარდა და 30 ცენტი შეადგინა. მიზეზი ამ პროდუქციის უმსხვილეს მწარმოებელ ბრაზილიაში
არსებული გვალვებია, რამაც მოსავლის აღება შეამცირა.
კიდევ ერთმა უმსხვილესმა ექსპორტიორმა ინდოეთმა ანალოგიური მიზეზების გამო შაქარზე კვოტები დააწესა. დასავლელი ექსპერტები 2
011 წლისათვის შაქრის ფასის კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ლიზა ბაგრატიონი & ნიკუშა შენგელაია - მოფერება მინდა / Liza Bagrationi & Nikusha Shengelaia - Mofereba minda
ლიზა ბაგრატიონი & ნიკუშა შენგელაია - მოფერება მინდა
Liza Bagrationi & Nikusha Shengelaia - Mofereba minda



by:allfile


Microsoft Kinect - Forza Demo E32010
Microsoft Kinect - Forza Demo E32010
გამოვიდა მაგარი ახალი თამაში



by:allfile