მთავარი » 2010 » ნოემბერი » 5 » ჯაშუშების სკანდალის დეტალები ცნობილია
1:24 PM
ჯაშუშების სკანდალის დეტალები ცნობილია



შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ოთარ ორჯონიკიძის ბრიფინგი გაიმართა.
ორჯონიკიძის განცხადებით, დაკავებულია, 13 პირი, მათგან 4 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. დაკავებულებს უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულები არიან ბაკურ კიღურაძე, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გაბრიელ უსტალიშვილი, დავით მესხიძე, ბელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე, ტარიელ აბაშიძე, რუსლან გალოგრე, ედუარდ აბდულაევი, არმენ გევროქიანი, რუბენ შიკოიანი, პეტრე დევრიშაძე, იური სკრილრპნიკოვი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ თუ მოქალაქე საკუთარი ნებით გამოცხადდება სამინისტროში და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აღიარებს, ის გათავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
მერაბიშვილის უწყებამ დღესვე, ორი დაკავებულის აღიარებითი ჩვენებაც გაავრცელა.

ჯაშუშების სკანდალს ჯერეჯრობით არ გამოხმაურებია ოფიციალური მოსკოვი.































კატეგორია: სამართალი | ნანახია: 946 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar