საქართველო ყველაზე აქტიური
რეფორმატორი ქვეყანაა სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებისა და მსოფლიოში
ბიზნესის რეგულაციის რეფორმირების კუთხით. ასეთია მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სპეციალურ ანგარიშში - "ბიზნესის წარმოება 2011". "Doing
Business"-ის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის
საქართველომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება
ყველაზე უკეთ შეძლო.