კორპორაცია
Microsoft–მა Mac-ის კომპიუტერებისთვის უკვე დაიწყო Office 2011–ის
პაკეტის გაყიდვა, იუწყება Microsoft–ის ოფიციალური ბლოგი. ამჟამად
ხელმისაწვდომია პაკეტის სამი ვერსია – სასწავლო დაწესებულებებისთვის,
სახლისა და კორპორატიული მომხმარებლებისთვის. ბოლო ორი ვერსიის შეძენა 150
და 280 აშშ დოლარად არის შესაძლებელი. Office
for Mac-ის გამოსვლის შესახებ სექტემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. მაშინ
Microsoft–ის ოფიციალური ბლოგი იუწყებოდა, რომ Office for Home and Student
და Office for Home and Business-ის პაკეტების ღირებულება 120 და 200
აშშ დოლარი იქნებოდა. მიზეზი, თუ რატომ გაძვირდა პაკეტების ღირებულება არ
სახელდება. Office 2011 –ის
სახლის მომხმარებელთა პაკეტში შევიდა პროგრამები: Word, Excel და Power
Point. კორპორატიული მომხმარებელების პაკეტზე კი დამატებულია საფოსტო
კლიენტი Outlook. აღსანიშნავია,
რომ Office for Mac-ის შეძენა ამ დროისთვის მხოლოდ აშშ–ში და
პუერტო–პიკოშია შესაძლებებლი. შეგახსენებთ, რომ Office for Mac-ის წინა
ვერსია 2008 წლის იანვარში გამოვიდა.