მთავარი » 2010 » ნოემბერი » 5 » სმარტფონი Samsung Galaxy S2 გაყიდვაში 2011 წელს გამოვა
12:56 PM
სმარტფონი Samsung Galaxy S2 გაყიდვაში 2011 წელს გამოვა


ახალი სმარტფონის Samsung Galaxy S2–ის პრეზენტაცია 2011 წელს შედგება. კომუნიკატორ Galaxy S2-ს 2 გიგაჰერციანი ტაქატური სიხშირის  პროცესორი, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება და ასევე 4 და 32 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული ექნება. Galaxy S2-ის სენსორული დისპლეი დიაგონალზე 4,3 დიუმია, ხოლო მისი გაფართოვება 1280×720 პიქსელს შეადგენს.
სმარტფონი მიიღებს 8-მეგაპიქსელიან კამერას Full HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით, Bluetooth 3.0 და Wi-Fi (802.11b/g/n) კონტროლერებს, GPS მიმღებს, გიროსკოპს, აქსელერატორს, microSD-სლოტს და 3,5-მილიმეტრიან ბუდეს ყურსასმენის შესაერთებლად.
მოსალოდნელია, რომ Galaxy S2-ს  მესამე ვერსიის Google Android-ის ოპერაციული სისტემა ექნება, რომელზეც მუშაობა დასასრულს უახლოვდება. სიახლის ანონსი სავარაუდოდ  შემდეგ კვარტალში შედეგება.
შედარებისთვის შეგახსენებთ Galaxy S-ის მთავარ მახასიათებლებს, Galaxy S-ს აქვს: 4–დიუმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც შესრულებულია Super AMOLED–ის ტექნოლოგიით, 5–მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 720p ფორმატში, 16 გბ ჩაშენებული მეხსიერება, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, Bluetooth მოდული ვერსიით 3,0 და ა.შ. პროცესორის მუშაობის ტაქტური სიხშირე არის 1 გჰც, რომელიც  Android 2.1–ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ მუშაობს.

 

























კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1144 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar