მთავარი » 2010 » ნოემბერი » 5 » შაქრის ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
12:44 PM
შაქრის ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია


შაქრის ფასმა მსოფლიო ბაზრებზე ახალი რეკორდი დაამყარა და ბოლო 30 წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა. მაისიდან მოყოლებული ფუნტი შაქრის ფასი 135% პროცენტით გაიზარდა და 30 ცენტი შეადგინა. მიზეზი ამ პროდუქციის უმსხვილეს მწარმოებელ ბრაზილიაში არსებული გვალვებია, რამაც მოსავლის აღება შეამცირა.
კიდევ ერთმა უმსხვილესმა ექსპორტიორმა ინდოეთმა ანალოგიური მიზეზების გამო შაქარზე კვოტები დააწესა. დასავლელი ექსპერტები 2011 წლისათვის შაქრის ფასის კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ.
დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში შაქარი ლარი და 80 თეთრით არის შემცირებული და ტომარა 88 ლარი და 80 თეთრი ღირს. შაქრის ერთადერთ მწარმოებელ "ქუალითი შუგარში" ამას ლარის გამყარებით და ნედლეულის მარაგებით ხსნიან.






































კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1222 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar