მთავარი » 2010 ნოემბერი 5 » ანა ჩეპმენი ტელესახე ხდება
1:05 PM ანა ჩეპმენი ტელესახე ხდება | |
ანა ჩეპმენი ტელესახე ხდება. რუსულ-ამერიკული ჯაშუშური სკანდალის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ წარმატებით გაიარა გასაუბრება ტელეკომპანია ”როსია დვას” დირექციასთან და მალე სპორტული ახალი ამბების რუბრიკას წაიყვანს. მისი ხელფასი კი 150-დან 250 ათას რუსულ რუბლამდე იქნება. ინფორმაციას არ ადასტურებს არხის ხელმძღვანელობა. "კომსომოლსკაია პრავდა" წერს, რომ ტელეკორპორაცია ჩეპმენით ჯაშუშური სკანდალის შემდეგ დაინტერესდა. ბონდის გოგონა ამჟამად რუსულ ”ფონდსერვის ბანკში” მმართველის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |