მთავარი » 2010 » ნოემბერი » 5 » ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სახელმძღვანელობის გრიფირების წესი იცვლება
12:53 PM
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სახელმძღვანელობის გრიფირების წესი იცვლება


ახლად დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო პროცესში იმპლემენტირება 2011 წლის 15 სექტემბერს დაიწყება. საწყის ეტაპზე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა პირველ საფეხურზე (პირველი-მეექვსე კლასი) დაინერგება, ხოლო 2012 წლიდან ცვლილებები მეორე და მესამე საფეხურს შეეხება. 
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის სკოლებში დანერგვის შესაბამისად ავტომატურად  ყველა გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს გაუუქმდება გრიფი, სახელმძღვანელოებს გრიფი ახალი გრიფირების წესების მიხედვით მიენიჭებათ. 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი გრიფირების მიხედვით დღეს გამოაცხადა კონკურსი პირველი-მეექვსე კლასის სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც მარტამდე გაგრძელდება. ხოლო 2011 წლის ნოემბერში კონკურსი გამოცხადდება მეშვიდე-მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოებზე. 
გრიფირების ახალი წესის მიხედვით სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 
▫       გრიფი მიენიჭება მხოლოდ იმ სახელმძღვანელოებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს;
▫       გრიფის მოპოვების უფლება აქვს როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს;
▫       გრიფი მიენიჭება იმ ფიზიკური ან იურიდიულ პირის მიერ წარმოდგენილ სახემძღვანელოებს, რომელიც სრულად დაფარავენ პირველი საფეხურის საგნობრივ კურსს.
▫       ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგნობრივ სტანდარტებში შემოდის სავალდებულო შინაარსი - ჰუმანიტარულ საგნებში 60%-ი, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 80%-ი.
▫       გრიფის მინიჭების შემთხვევაში სახელმწიფო ავტომატურად ხდება გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს თანამესაკუთრე.
▫       გრიფირებული სახელმძღვანელოს დაბეჭვდა შეუძლია ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც  გადაუხდის საავტორო უფლების მქონე პირს  დადგენილი მოგების 25% -ს.
▫       სახელმწიფო, ამ შეთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, იტოვებს უფლებას საავტორო უფლების მქონე პირთან შეთანხმების შემთხვევაში მთლიანად შეისყიდოს საავტორო უფლება.























კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1271 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar