მთავარი » 2010»ნოემბერი»5 » Android 3.0 პლანშეტების ნიმუშები დეკემბრიდან გამოჩნდება
12:58 PM
Android 3.0 პლანშეტების ნიმუშები დეკემბრიდან გამოჩნდება
პირველი პლანშეტური კომპიუტერების
საინჟინრო ნიმუშები, რომლებიც Google Android-ის მესამე ვერსიის ოპერაციული
სისტემის მართვის ქვეშ იმუშავებს, მიმდინარე წლის დეკემბერში გამოჩნდება.
აქამდე არსებული ინფორმაციით
Android 3.0-ს გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი და გაფართოვებული
ფუნქციონალი უნდა მიეღო. პლატფორმასთან სამუშაოდ საჭირო იქნება აპარატული
უზრუნველყოფა მინიმუმ 512 მბ RAM-ით , გიგაჰერცული პროცესორით და დისპელის
დიაგონალით 3,5-დიუმიდან. პლანშეტების
Android 3.0-ით გამოშვებას ბევრი ცნობილი მწარომოებელი გეგმავს,
კონკრეტულად Acer, ASUS, HTC, Motorola და MSI. სიახლეების დემონსტარაცია
CES 2011-ის გამოფენაზეა მოსალოდნელი, რომელიც ლასვეგასში (ნევადა, აშშ)
6-დან 9 იანვრამდე შედგება. ასევე
გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, რომ კომპანია Google უკვე ფიქრობს
Android-ის მეოთხე ვერსიაზე, სავარაუდოდ მისი წარდგენა 2011 წლის მეორე
ნახევარში შედგება. დღევანდელი დღის მონაცემებით Android ერთ-ერთი ყველაზე სწარფად მზარდი მობილური ოპერაციული სისტემაა.