მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 25 » მესხის კორტები ჩოგბურთში საქართველოს პირველობას მასპინძლობს
2:36 PM
მესხის კორტები ჩოგბურთში საქართველოს პირველობას მასპინძლობს



ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემიის კორტებზე გრძელდება საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატი ჩოგბურთში ქალებსა და კაცებს შორის. 21 ოქტომბერს ქალთა პირველობაზე მეოთხედფინალისტები, შემდეგ კი ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ნახევარფინალში გასვლა გაუჭირდა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ სოფო შაფათავას.

მართალია, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა შაფათავამ მერვედფინალში საკმაოდ იოლად (6:3, 6:3) მოუგო ლანა როსტიაშვილს, მაგრამ მეოთხედფინალში, სადაც მე-6 ნომრად განთესილ ბარბარე ერისთავს შეხვდა ცოტა გაუჭირდა და მეტოქის დასამარცხებლად სამი სეტის ჩატარებამ მოუწია - 6:0, 4:6, 6:2. ნახევარფინალში შაფათავას მეტოქე მე-3 ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე იქნება, რომელმაც ჯერ თეონა ტატიშვილს მოუგო (6:0, 6:0) შემდეგ კი თამარ კომახიძე დაამარცხა- 6:1, 6:2.
მეორე ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილი თათია მიქაძე და მეხუთე ნომერი დიანა დავითაია ითამაშებენ. როგორც მოსალოდენლი იყო, მიქაძეს ნახევარფინალში გასვლა არ გასჭირვებია, ხოლო დავითაია, მეოთხეფინალში, მე-4 ნომრად განთესილ ანა ჯიქიას შეხვდა და რთული ბრძოლა გადახდა. ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 7:6, 7:6 დავითაიას სასარგებლოდ.


















კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1184 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar