Newsweek: ყატარის ხელისუფლებამ „ფიფას“ წევრები მოისყიდა
ცნობილი ჟურნალის Newsweek-ის
ჟურნალისტი ფიფას წევრებს მსხვილი ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.
ჟურნალისტი ჯონათან ალტერი „ტვიტერზე" საკუთარ ბლოგზე, აცხადებს, რომ
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის თითოეულმა წევრმა, რომელმაც 2022 წლის
მსოფლიო ჩემპიონის მასპინძელი ქვეყნის შერჩევისას ყატარს მისცა ხმა, 10
მილიონი დოლარი აიღო. მსოფლიო
ჩემპიონატის ჩატარებაზე ყატარის განაცხადის ბიუჯეტმა ყველა მოლოდინს
გადააჭარბა და 80 მილიარდი დოლარი შეადგინა. მხოლოდ ზინედინ ზიდანმა ამ
სახელმწიფოს მხარდასაჭერისთვის, ყატარის მთავრობისგან მადლიერების ნიშნად
11 მილიონი ევრო მიიღო. ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის თითოეულ წევრზე კი, რომლებმაც ყატარს მისცეს ხმა, 10 მილიონი დოლარის ჩეკები გამოიწერა. ამ სკანდალური ინფორმაციის გავრცელებისას ჟურნალისტი, როგორც თავად აცხადებს, სანდო წყაროს ეყრდნობა. შეგახსენებთ,
რომ ყატარმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონიატის მასპინძლობის უფლება 2010
წლის 2 დეკემბერს მიიღო. ამასთან, ყველა ოთხ ტურში ამ ქვეყნის განაცხადმა
ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა.