მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 25 » მორაგბეთა 19-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობის ნახევარფინალში გავიდა
1:50 PM
მორაგბეთა 19-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობის ნახევარფინალში გავიდა


24 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ბელგიაში მიმდინარე ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები 27:3 დაამარცხა. პაატა ნარიმანაშვილის გუნდი ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ უკრაინას 36:0 მოუგო.
პატარა "ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიასთან თამაში აქტიურად დაიწყეს და მალევე თხილაიშვილის ლელოთი 5:0 დაწინაურდნენ, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს. შესვენებამდე ქართველებმა კიდევ ერთი ლელო მიითვალეს, თუმცა, გარდასახვა ამჯერადაც გაუცუდდათ. პირველ ნახევარში მეტოქეებმა ჯარიმები გაცვალეს, ტაიმი ქართველთა გამარჯვებით 13:3 დამთავრდა.
მე-2 ტაიმში საქართველოს ნაკრებმა კიდევ უფრო უკეთ ითამაშა, მეტოქეს ქულა არ ააღებინა, თავად კი მონაგარს 14 შემატა და 27:3 იმარჯვა. თასის ნახევარფინალში გავიდა რუსეთის ნაკრებიც, რომელიც ესპანეთს პირველი ნახევრის შემდეგ 22:0-ს უგებდა, ჯამში კი 27:15 აჯობა. რუსეთის მეტოქე ნახევარფინალში ბელგია იქნება, რომელმაც პოლონეთი დიდი სხვაობით - 45:10 დაამარცხა.



































კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1232 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar