|
|
მანუჩარ მარკოიშვილმა ბოლო 8 დღეში მეორე ტიტული მოიგო. მისი "კანტუ" "ვიტო
ლეპორეს" თასის მფლობელი გახდა. ფინალში კანტუელები მერაბ ბოქოლიშვილის
"ეარ აველინოს" დაუპირისპირდნენ. ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" "პორტო სან
ელპიდიოს" ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა. იტალიის მეორე ლიგაში პირველი ტური ითამაშა ნიკა მეტრეველმა...
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
"მანჩესტერ სიტის" თავკაცს რობერტო მანჩინისა და თავდამსხმელს, არგენტინელ
კარლოს ტევესს, პრემიერლიგის ბოლო ტურში, "ნიუკალსთან" შეხვედრის
შესვენებისაას დიდი გაწევვ-გამოწევა მოუვიდათ. შეგახსენებთ, "სიტიმ" იმ
თამაში 2:1 მოიგო.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
30 წლის კამერუნელმა მცველმა სერჟ ბრანკომ რუსულ გაზეთ "გაზეტასთან"
ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა - 2000 წლის
ოლიმპიური ჩემპიონი ამტკიცებს, რომ მას ქართველი სპეციალისტი ომარ თეთრაძე
მოკვლით დაემუქრა. 2006 წლის შემდეგ კამერუნელმა მცველმა "კრილია სოვეტოვი"
და რუსეთი მიატოვა. ის "დუისბურგში" და "ლევიადოსში" თამაშობდა, ბოლოს კი -
პოლონურ "ვისლაში".
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ედვინ
ვან დერ საარი რომ არა, "სანდერლენდის" თავკაცი სტივ ბრუსი ნავსს გატეხდა
და ყოფილ შეფს სერ ალექს ფერგიუსონის ბოლოს და ბოლოს თამაშს მოუგებდა.
ვეტერანმა ჰოლანდიელმა სანდელრენდის "სინათლის სტადიონზე", მე-16 წუთზე,
დიდებულად მოიგერია სტიდ მოლბრანკის დარტყმული, შესვენებამდე 8 წუთით ადრე
კი თვალი გააყოლა ბურთს, რომელიც თანამემამულის ბუდევინ ზენდენის დარტყმის
შემდეგ ძელს მოხვდა. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ წყვილში
ფავორიტად "იუნაიტედი" ითვლებოდა, პირველ ტაიმში მასპინძლებმა უკეთ
ითამაშეს.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ევრო-2012-ის საგზურისთვის საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში მებრძოლი
საბერძნეთის ნაკრები 8 ოქტომბერს ევროპირველობის შესარჩევ მატჩში ლატვიის
ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, ხოლო 12-ში ელადას ისრაელიც ესტუმრება.
ამ
თამაშებისთვის ბერძენთა დამრიგებელმა ფერნანდუ სანტუშმა 19 ფეხბურთელს
უხმო, მათ შორის 35 წლის ფორვარდ ნიკოს ლიბეროპულოსსაც, რომელმაც ერთი წლის
წინათ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მიზეზი წონადია – სულ რამდენიმე დღის
წინათ ნაკრებიდან ფანის გეკასი და იოანის ამანატიდისი წავიდნენ და ბერძენთა
ეროვნულ გუნდში კვალიფიციური შემტევების უმწვავესი დეფიციტი შეიქმნა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
მოგეხსენებათ, ბულგარეთის ნაკრების თავკაცად სახელგანთქმული გერმანელი
ლოთარ მათეუსი დაინიშნა. ეს კაცი ბევრს ეცადა, დიმიტარ ბერბატოვი ეროვნულ
გუნდში დაბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ უარი მიიღო. შემდეგ კი თავად
მათეუსმა გადადგა უცნაური ნაბიჯი – შემადგენლობის მიღმა სხვა ცნობილი
ბულგარელი ფორვარდი დატოვა. ვალერი ბოჟინოვმა 8 ოქტომბერს კარდიფში
უელსელთა წინააღმდეგ ევროშესარჩევი და 12-ში საუდის არაბეთთან ამხანაგური
მატჩების სათამაშოდ გერმანელმა სპეციალისტმა 24 ბულგარელს უხმო და მათ
შორის ვალერი ბოჟინოვმა ვერ აღმოაჩინა საკუთარი სახელ-გვარი. ამასობაში
ბულგარეთის ნაკრები თავის შესარჩევ ჯგუფში ორ მატჩში ქულების მოუპოვებლად
ცხრილის ფსკერზე იმყოფება...
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
როგორც იქნა, ამ საგასავით გაჭიანურებულ ამბავსაც წერტილი დაესვა. რაც
მთავარია, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა ანუ საქართველოს ვაჟ
ძიუდოისტთა ნაკრები 30-31 ოქტომბერს ანთალიაში, მსოფლიოს გუნდურ
პირველობაში იჭიდავებს. ეს ამბავი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის
ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ალექსიძეს, რომელიც ვადამდელ საარჩევნო ყრილობამდე
პრეზიდენტობასაც ითავსებს, სატელეფონო საუბარში საერთაშორისო ფედერაციის
ვიცე-პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა დაუდასტურა. ვის ნაცვლად მოვხვდით ამ
ტურნირში, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ეს ჩვენთვის არცაა არსებითი.
მთავარია, ტურნირში დაგვიშვეს და მსოფლიოს მოქმედ გუნდურ ჩემპიონებს
ტიტულის დაცის საშუალება მოგვეცემა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერის კობი ბრაიანტის მაისურა ყველაზე დიდი
პოპულარობით სარგებლობს ჩინეთში. ამჯერად, ეროვნული საკალათბურთო
ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ევროპაში ლიგის წამყვან მოთამაშეთა
მაისურების რეალიზაციის მაჩვენებლები. აქაც ლიდერი კობი ბრაიანტია, რომელიც
მესამე წელია ინარჩუნებს პირველობას. გარდა ამისა, კობის მაისურა ამერიკის
ინტერნეტ-მაღაზიებშიც ყველაზე პოპულარული გახლავთ - მესამედ ბოლო ოთხი
წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ "ბებერ კონტინენტზე" პოპულარული
მაისურების ათეულში შევიდა ხუთი ევროპელი კალათბურთელის სათამაშო ფორმა.
ესენი არიან ესპანელები - პაუ გასოლი ("ლეიკერსი", მეოთხე ადგილი) და ხოსე
კალდერონი ("ტორონტო", მეშვიდე), იტალიელი ანდრეა ბარნიანი ("ტორონტო",
მეექვსე), გერმანელი დირკ ნოვიცკი ("დალასი", მეცხრე) და ფრანგი ტონი
პარკერი ("სან ანტონიო", მეათე).
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ფიჟაკი" იმითაა გამორჩეული,
რომ მასში ელიტური, პირველი დივიზიონის "მონპელიეს" მსგავსად ხუთი ქართველი
მორაგბე ირიცხება: მერაბ კვირიკაშვილი, რეზო გიგაური, ლევან დათუნაშვილი,
ბექა ურჯუკაშვილი და დავით ბალანჩივაძე. ჩვენებურთა ეს გუნდი ფედერალ 1
დივიზიონის დებიუტანტია და ამის კვალობაზე ჩემპიონატში სტარტიც შესაფერისი
აქვს. ფიჟაკელებმა სამი თამაშიდან სამივე წააგეს და E ჯგუფში ბოლო ადგილზე
არიან.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ამას ნამდვილად არავინ ელოდა - ოქტომბრის სანაკრებო პაუზების შემდეგ
განახლებულ პრიმერაში ერთპიროვნული ლიდერი "ვალენსია" იქნება. კლუბი,
რომელიც კაშკაშა ვარსკვლავების გარეშე და 400-მილიონიანი დავალიანებით
დარჩა, 6 თამაშიდან 16 ქულით ყველაზე წინაა! "მესტალიაზე" ლიდერი
ბასკურ "ატლეტიკს" მასპინძლობდა, რომელსაც მსოფლიოს ორი ჩემპიონი ჰყავს.
"ვალენსია" ტრავმირებული ხოაკინ სანჩესის გარეშე თამაშობდა. უნაი ემერი
ბოლო მატჩებში ორ ფორვარდიან ტაქტიკაზე გადავიდა, რამაც გაუმართლა
მწვრთნელს - არიც ადურისი და რობერტო სოლდადო შესანიშნავად უგებენ
ერთმანეთს. მე-10 წუთზე ამის კარგი მაგალითი ვიხილეთ: სოლდადო მარჯვნიდან
შეიჭრა ბასკთა საჯარიმოში, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და ადურისს ახლო
მანძილიდან თავით აღარ გასჭირვებია ანგარიშის გახსნა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ბრიტანული გამოცემა ''people''
იუწყება, რომ ''მანჩესტერ სიტი'' მზადაა კატალონიელ ცენტრალურ მცველში 90
მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. ეს რა თქმა უნდა ასტრონომიული
თანხაა. ''სიტის'' ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ ის მოხარული
იქნება თუ მისი ყოფილი თანაგუნდელი მის გვერდით განაგრძობს თამაშს. პიკეს
აგენტმა იცის, რომ მისი კლიენტით ინგლისური კლუბია დაინტერესებული, თუმცა
''ბარსელონას'' რაიმე ოფიციალური შეთავაზება მათგან ჯერ არ მიუღია.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ბარსელონაში ლიონელ მესის ევროპის ლიგების საუკეთესო ბომბარდირის "ოქროს
ბუცი" გადაეცა. შარშანდელ სეზონში არგენტინელმა პრიმერა დივიზიონში 34
გოლი გაიტანა. მართალია, ევროპაში მესიზე მეტი გოლი "აიაქსის" ჰოლანდიელმა
ფორვარდმა ლუის სუარესმა გაიტანა (35), მაგრამ ესპანური ლიგის გოლები მეტი
კოეფიციენტით ითვლება, ვიდრე ჰოლანდიისა, ამიტომაც ევროპის ბომბარდირად
არგენტინელი გამოცხადდა. მესიმ უკან ჩამოიტოვა "უდინეზეს" შემტევი ანტონიო
დი ნატალე (29 გოლი) და "რეალის" არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი
(27).
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
მართალია, "ჩელსის" ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი ტრავმირებულია, მაგრამ
ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფერნანდესმა თავისი გუნდის
ლიდერს მაინც უხმო შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად.
9
ოქტომბერს ისრაელის ეროვნული გუნდი ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლის მორიგ
მატჩში ხორვატებს რამათ განში უმასპინძლებს, ხოლო 12-ში საბერძნეთის
ნაკრებს ესტუმრება. რაც შეეხება ბენაიუნს, საუკეთესო ებრაელმა ფეხბურთელმა
22 სექტემბერს "ნიუკასლთან" ინგლისის ქარლინგის თასის შეხვედრაში ტრავმა
მიიღო და წესით, შესარჩევ მატჩებში არ უნდა ითამაშოს, მაგრამ ფერნანდესი
იმედოვნებს, რომ ნაკრების კაპიტანი მომჯობინებას მოასწრებს.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
Rubin 1-1 Barcelona / "რუბინი"-"ბარსელონა" 1:1 - ვიდეომასალა
ვიდეოს გადმოსაწერად შებრძანდით სრულიადში...
|
| |
|
|