მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » სიახლე! მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე დაგვიშვეს
8:17 PM
სიახლე! მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე დაგვიშვეს



როგორც იქნა, ამ საგასავით გაჭიანურებულ ამბავსაც წერტილი დაესვა. რაც მთავარია, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა ანუ საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები 30-31 ოქტომბერს ანთალიაში, მსოფლიოს გუნდურ პირველობაში იჭიდავებს. ეს ამბავი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ალექსიძეს, რომელიც ვადამდელ საარჩევნო ყრილობამდე პრეზიდენტობასაც ითავსებს, სატელეფონო საუბარში საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა დაუდასტურა. ვის ნაცვლად მოვხვდით ამ ტურნირში, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ეს ჩვენთვის არცაა არსებითი. მთავარია, ტურნირში დაგვიშვეს და მსოფლიოს მოქმედ გუნდურ ჩემპიონებს ტიტულის დაცის საშუალება მოგვეცემა.

ანთალიაში გასამართ მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე ინდივიდუალურ ჩემპიონატში ჩაფლავების გამო ვერ მოვხვდით. იქ გამოსვლის უფლება ეგვიპტემ, კორეამ, იაპონიამ, მონღოლეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა, ამერიკამ და თურქეთმა მიიღეს, სათადარიგოებად კი აზერბაიჯანი, ალჟირი, ყაზახეთი და ბრაზილიაა დასახელებული. საინტერესოა, ვის ნაცვლად მოვხვდით შეჯიბრებაში, თუმცა იქნებ ორგანიზატორებმა შეჯიბრების ფორმატი შეცვალეს და მონაწილეთა რაოდენობა გაზარდეს. მაგრამ კიდევ ვიმეორებთ - ჩვენთვის ახლა ეს არაა მნიშვნელოვანი. მთავარია, ანთალიაში ვიჭიდავებთ.



კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1066 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar