მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » სერჟ ბრანკო: თეთრაძემ იარაღი ამოიღო და მოკვლით დამემუქრა
8:35 PM
სერჟ ბრანკო: თეთრაძემ იარაღი ამოიღო და მოკვლით დამემუქრა



30 წლის კამერუნელმა მცველმა სერჟ ბრანკომ რუსულ გაზეთ "გაზეტასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა - 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ამტკიცებს, რომ მას ქართველი სპეციალისტი ომარ თეთრაძე მოკვლით დაემუქრა. 2006 წლის შემდეგ კამერუნელმა მცველმა "კრილია სოვეტოვი" და რუსეთი მიატოვა. ის "დუისბურგში" და "ლევიადოსში" თამაშობდა, ბოლოს კი - პოლონურ "ვისლაში".

ბრანკომ ინტერვიუში 2006 წლის მატჩი გაიხსენა "კრილია სოვეტოვსა" და "მოსკვას" შორის: "თამაშის წინ მწვრთნელებმა მითხრეს, რომ ეს შეხვედრა უნდა დაგვეთმო და მე არ ვითამაშებდი. ჩემი კონტრაქტის მიხედვით, თითოეულ თამაშზე ბონუსი მერიცხებოდა, გავაპროტესტე და სხვებიც ამყვნენ: ანდრეი კანჩელსკისი, ალესქეი მედვედევი და მარკო ტოპიჩი. იურიდიულად ვერაფრით დავამტკიცებ, რომ ეს თამაში ჩაწყობილი იყო, მაგრამ ანგარიში (0:4) თავისთავად მეტყველებს ამაზე. მეორე დღეს ჩვენ მივაკითხეთ კლუბის ხელმძღვანელობას, როგორმე აღმოეფხვრა ჩვენი დაპირისპირება გაჯი გაჯიევთან. მწვრთნელის ასისტენტი ომარ თეთრაძე წონასწორობიდან გამოვიდა, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ყვირილი დამიწყო, რომ მომკლავდა. იმ წუთას საშინელი შიში ვჭამე, მაშინვე მივხვდი, რომ ამ გუნდში აღარ დავრჩებოდი", - აცხადებს სერჟ ბრანკო.























კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1166 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar