მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » საბერძნეთის ნაკრებს ლიბეროპულოსი დაუბრუნდა
8:32 PM
საბერძნეთის ნაკრებს ლიბეროპულოსი დაუბრუნდა



ევრო-2012-ის საგზურისთვის საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში მებრძოლი საბერძნეთის ნაკრები 8 ოქტომბერს ევროპირველობის შესარჩევ მატჩში ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, ხოლო 12-ში ელადას ისრაელიც ესტუმრება.

ამ თამაშებისთვის ბერძენთა დამრიგებელმა ფერნანდუ სანტუშმა 19 ფეხბურთელს უხმო, მათ შორის 35 წლის ფორვარდ ნიკოს ლიბეროპულოსსაც, რომელმაც ერთი წლის წინათ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მიზეზი წონადია – სულ რამდენიმე დღის წინათ ნაკრებიდან ფანის გეკასი და იოანის ამანატიდისი წავიდნენ და ბერძენთა ეროვნულ გუნდში კვალიფიციური შემტევების უმწვავესი დეფიციტი შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების დარად, ბერძნებსაც ორი ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მალტელებს უსწრებენ.

საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიხალის სიფაკისი ("არისი"), ალექსანდროს ცორვასი ("პანათინაიკოსი");

მცველები: ლუკას ვინტრა, ნიკოს სპიროპულოსი (ორივე - "პანათინაიკოსი"), სოკრატის პაპასტათოპულოსი ("მილანი", იტალია), ავრაამ პაპადოპულოსი, ვასილის ტოროსიდისი (ორივე - "ოლიმპიაკოსი"), სტელიოს მალეზასი (პაოკ), გიორგოს ცაველასი ("აინტრახტი", გერმანია)"

ნახევარმცველები: კოსტას კაცურანისი, გიორგოს კარაგუნისი, სოტირის ნინისი (ყველა - "პანათინაიკოსი"), ალექსანდროს ციოლისი ("რასინგი", ესპანეთი), პანტელის კაფესი (აეკ), პანაიოტის კონე ("ბრეშა", იტალია), თანასის პრიტასი ("არისი");

თავდამსხმელები: დიმიტრის სალპინგიდისი (პაოკ), კოსტას მიტროგლუ ("ოლიმპიაკოსი"), ნიკოს ლიბეროპულოსი (აეკ).





























კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1117 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar