ირაკლი ცირეკიძე ტოკიოში, მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ფაქტის
დეტალებზე კომენტარს თავს არიდებს, თუმცა ამბობს, რომ ტატამზე გასასვლელად
მზად იყო. ამის შესახებ ძიუდოისტმა წუხელ, ტოკიოდან დაბრუნების შემდეგ
აეროპორტში ისაუბრა.
ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ირწმუნება, რომ ცირეკიძის გამოსასვლელად
მან ყველაფერი გააკეთა. ვინ არის მომხდარში დამნაშავე, ამის გარკვევას
ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა შეეცდება, რომელიც უახლოეს დღებში
შეიკრიბება. მკაცრ სანქციებზე საუბრობს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
მინისტრიც. ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში... |