მთავარი » 2010 » სექტემბერი » 8 » არგენტინამ ესპანეთი 4:1 გაანადგურა
9:18 PM
არგენტინამ ესპანეთი 4:1 გაანადგურა




გუშინ გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ბუენოს–აირესში არგენტინასა და ესპანეთს შორის. მართალია შეხვედრა ამხანაგური იყო, მაგრამ ფეხბურთლეები მაინც არ ზოგავდნენ თავს და ბოლომდე იბრძოდნენ.

თამაშის დაწყებისთანავე არგენტინელებმა ბურთი იგდეს ხელთ, თამაშს სწორედ ალბისელესტე აკონტოლებდა. მე–10 წუთზე შეტევა ლეო მესიმ წამოიწყო, შემდეგ ბურთი კარლოს ტევესს მიუვიდა, კარლოსმა მესი ერთ–ერთზე დატოვა მეკარესთან, მესიმაც ოსტატურად შეასრულა და ანაგარიში გახსნა მე–10 წუთზე. მესიმ რეინას ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. ამის შემდეგაც არგენტინელები არ ჩერდებოდნენ, სერხიო ბატისტას შეგირდებს ეტყობათ, რომ მათ გამარჯვება სწყუროდათ. 13–ე წუთზე კვლავ კარლოს ტევესმა "მადრიდელი" გონსალო იგუაინი გაიყვანა ერთი–ერთზე, მანაც პარტნიორი არ დააღალატა და ანგარიში 2:0 გახადა.

ამის შემდეგ არგენტინელებმა დაწყნარდნენ, ბურთი ესპანელებმა დაიჭირეს და რამოდენიმეჯერ სახიფათოდაც შეუტიეს, დავიდ ვილიამ 2– ჯერ მოარტყა ბურთი შტანგას. 34–ე წუთზე კურიოზული რამ მოხდა, პეპე რეინამ დაგორებულ ბურთს ფეხი ააცილა, ბურთზე პირველმა კარლოს ტევესმა მიირბინა და ცარიელ კარში მესამე ბურთი შეაგორა. ტაიმი ასეთი ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმში დელ ბოსკემ ცვლილებები განახორციელა მოედანზე შემოუშვა: სანტი კაზორლა, ვიქტოერ ვალდესი, ლიორენტე, მოგვიანებით ჩავი და პედრო. შეიძლება ითქვას ესპანელთა თავკაცი ვა – ბანკზე წავიდა. მაგრამ პედროს გამოსვლამ გაამართლა, გუნდმა უფრო კარგად შეუტია. მეორე ტაიმის ნახევარში იყო მომენტი, როდესაც კიდევ გაიტანეს გოლი არგენტინელებმა, მაგრამ სამწუხაროდ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. ლეო მესის ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ, მან დი მარია ერთი – ერთზე დატოვა მანაც პროფესიონალურად შეასრულა ყველაფერი, მაგრამ ამაოდ. 84– ე წუთზე პედროს აქტიურობის შედეგად ლიორენტემ გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში ცოტათი შეამცირა.

ხოლო 90 – ე წუთზე მოედანი ლეო მესიმ დატოვა, ყველას ეგონა, რომ ამით მატჩი უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ არა, შეცვლაზე შემოსული დე'ალეხანდროს აქტიურობით ჰაინცეს კარგი ჩაწოდებით და აგუეროს ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში გამანადგურებელი გახდა. მაშ ასე მსოფლიო ჩემპიონებმა გამანადგურებელი ანგარიშით მარცხი იგემეს.

შემადგენლობები: რომერო, ძანეტი, დემიჩელესი, მილიტო, ჰაინცე, მასკერანო, ბანეგა, კამბიასო, მესი, ტევესი, იგუაინი
შეცვლები: დი მარია (ტევესი), აგუერო (იგუაინი), ალეხანდრო (მესი)

ესპანეთი: რეინა, მონრეალი, მარჩენა, პიკე, არბელოა, ბუსკეტსი, ალონსო, სილვა, ფაბრეგასი, ინიესტა, ვილია

შეცვლები: ვალდესი (რეინა), პედრო (ალონსო), ინიესტა (კაზორლა), ფაბრეგასი (ჩავი), ნავასი (სილვა), ლიორენტე (ვილია).


მატჩის მიმოხილვა:













კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1142 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar