მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » ვარძელაშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე
1:13 PM
ვარძელაშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი იაპონიის დედაქალაქში ჩაფრინდა და ირაკლი ცირკიძესთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალებს ადგილზე გაეცნო.

`მინდა ყველამ იცოდეს, რომ ცირეკიძე არაფერ შუაშია. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ყველაფერი დაგეგმილი უნდა იყოს.

`17 სექტემბრისთვის საზოგადოებას უკვე გავაცნობთ ჩვენს გადაწყვეტილებას. სანქციებსაც კი დავაწესებთ და ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელსაც უშუალოდ ეხებოდა მიეხედა ცირეკიძისთვის, მსგავსი ფაქტი არ მომხდარიყო და არ გავმხდარიყავით სხვა ქვეყნების დასაცინი.

`ეს მართლაც სამარცხვინო ფაქტია და მე გაძლევთ პირობას, რომ სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები და არასერიოზული დამოკიდებულება აღარ იყოს სპორტის არც ერთ სახეობაში,` - განაცხადა ვარძელაშვილმა `რუსთავი 2`-თან საუბრისას.

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან დაგვიანების გამო გამოეთიშა. იგი ტატამზე არ გამოცხადდა. როგორც გაირკვა, ოლიმპიურ ჩემპიონს საქართველოს დელეგაციის წევრებმა არ შეატყობინეს, რომ საჭიდაოდ უნდა გასულიყო. მეოთხედფინალამდე ცირეკიძემ ორი ბრძოლა უპრობლემოდ მოიგო.












კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1086 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar