მთავარი » 2010 სექტემბერი 22 » ვლადიმერ ბოისა ოლიმპიას უბრუნდება
3:42 PM ვლადიმერ ბოისა ოლიმპიას უბრუნდება | |
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ ბოისა 2010-11 წლების სეზონში სლოვენიის "ოლიმპიას" ღირსებას დაიცავს. ეს ინფორმაცია გუშინ სლოვენიურმა გამოცემა "კოშარკამ" გაავრცელა. მართალია, ვოვას ლიუბლიანელებთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ კლუბის გენერელური მენეჯერის იანის რაიგელის თქმით, ბოისა "ოლიმპიას" ტრავმის მოშუშებისთანავე შეუერთდება. მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია დეკემბრამდე გასტანს. ვოვამ ფეხი ივნისში, ხორვატიის ჩემპიონატის ფინალური სერიისას "ციბონასთან" მატჩში დაიზიანა. სწორედ ამის გამო გამოტოვა აგვისტოს სანაკრებო შესარჩევი ტურნირი. იგი ამჟამადაც ხორვატიაშია... - აქ თანამედრივე კლინიკაა, ყველა პირობაა სრულყოფილად აღდგენისთვის. რეაბილიტაციის პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, დეკემბერში სრულად გამოვჯანმრთელდები, - აცხადებს ქართველი ფორვარდი. მას სლოვენიის "ოლიმპიადან" წინადადება 2009 წლის ზაფხულშიც ჰქონდა, თუმცა "ზადარმა" უკეთესი პირობები შესთავაზა და ხორვატიაში დარჩა. ვოვამ სწორედ მაშინ თქვა: - "ოლიმპია" ჩემი მშობლიური გუნდია. კარიერას ისე არ დავასრულებ, ლიუბლიანაში არ ვითამაშო. ახლა კი "ზადარში" დავრჩები, სადაც უკეთესი კონტრაქტი შემომთავაზეს. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ბოისა რუსთავის "აზოტიდან" სლოვენიურ "პოსტოინაში" 1999 წელს გადავიდა, შემდეგ ითამაშა "სლოვანში", "ოლიმპიაში" და 2006 წელს იტალიურ "მონტეპასკიში" ჩაირიცხა. ამას მოჰყვა რუსეთის "სპარტაკ-პრიმორიე", საბერძნეთის "არისი", ესპანეთის "მენორკა"... ბოლო ორი სეზონი კი ხორვატიის "ზადარში" გაატარა, სადაც "ოლიმპიას" ყოფილმა მწვრთნელმა ზმაგო საგადინმა მიიწვია. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" | |
|
სულ კომენტარები: 0 | |