მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » ბენზემას მომავალი – მხოლოდ რეალი
3:30 PM
ბენზემას მომავალი – მხოლოდ რეალი



მადრიდის "რეალის" ფორვარდის კარიმ ბენზემას აგენტმა კარიმ ჯაზირიმ კატეგორიულად უარყო ხმები, თითქოსდა მისი კლიენტი თავისი ესპანური ყოფით უკმაყოფილო იყოს და "სამეფო კლუბის" დატოვებას აპირებდეს.

გასული მადრიდული სეზონი ახალგაზრდა ფრანგისთვის წარუმატებელი გამოდგა და ზაფხულში მის გადაბირებას "იუვენტუსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ცდილობდნენ, თუმცა ფრანგმა "რეალში" დარჩენა აირჩია.

"ბენზემას მომავალი მხოლოდ "რეალს" უკავშირდება. უამრავი ხმა დადის, თითქოს კარიმი ზამთარში იტალიაში ან ინგლისში გადასვლას აპირებდეს. მისი კარიერის გაგრძელების ასეთ ვარიანტს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ბენზემა "სამეფო კლუბის" ფეხბურთელია და არსად წასვლას არ აპირებს", - თქვა ჯაზირიმ.



კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1041 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar