მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 20 » ფერგიუსონმა რუნის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა
2:16 PM
ფერგიუსონმა რუნის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა



მანჩესტერ "უნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა უენ რუნის ყველასდა მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ.სერ ალექსმა საუბრისას აღნიშნა,რომ მისთვის გაუგებარია თუ რატო გადაწყვიტა რუნიმ ეს ყოველივე და აღნიშნა რომ არ გადაწყვეტილებისდა გამო შოკშია.

"მე,თავად რუნის და მის აგენტს დავიდ გილს საუბარი გვკონდა გასულ სეზონში და უკვე შეთანხმებული იყო,რომ რუნი "წითლებთან" კონტრაქტს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ გაახანგრძლივებდა,მაგრამ ერთ დღეს დავიდი [რუნის აგენტი] მოვიდა და მითხრა,რომ ჩემთვის ცუდი ამბავი ქონდა სათქმელი და რუნის ყველასდა მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ მიამბო."

"მე და უენი ერთმანეთს პირადად შევხვდით და მაშინ რუნის ვთხოვე,რომ გაეთვალისწინებინა კლუბის ისტორია,პატივისცემის ფაქტორი და გულშემატკივართა სიყვარული"


"კლუბმა რუნის შენარჩუნების მიზნით დავიდ გილს მისი კლიენტის ანაზღაურების მატებაც შესთავაზა,მაგრამ ჩვენ ამის შემდგომაც ვერ მივიღეთ დადებითი პასუხი,მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ,რომ ყველაფერი ორივე მხარისთვის კარგად დასრულდება "

შოტლანდიელმა ასევე დაამაა: "არ შემიძლია ვუპასუხო კითხვას თუ რატომ აკეთებს რუნი ამას,შესაძლოა ამის შესახებ მრავალი ვერსია გამოითქვას,მაგრამ ნათელია,რომ ეს ყოველივე თუ მოხდა თავად ფეხბურთელის ნებით მოხდება,მაგრამ იმედია ეს ასე არ იქნება."

შეგახსენებთ,რომ თავად რუნის ამჟამად ტრამვა აქვს და ის ვერ დაეხმარება ჩემპიონთა ლიგის მატჩში "წითლებს" "ბურსას" წინააღმდეგ და ასევე შეგახსენებთ,რომ რუნი "მანჩესტერში" 2004 წლიდან თამაშობს და მას 193 თამაშში 92 გოლი აქვს გატანილი

ავტორი: ერეკლე გორგოძე



















კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1260 | დაამატა: allfile | ტეგები: წითლები, სერ ალექსი, მანჩესტერი, თეგები: დავიდ გილი, ერეკლე გორგოძე, ტრამვა, კონტრაქტი, რუნი, ფერგიუსონი, მანჩესტერ უნაიტედი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar