მთავარი » 2010 » დეკემბერი » 13 » ნიგერიელი ფეხბურთელი თამაშისას გარდაიცვალა
2:45 PM
ნიგერიელი ფეხბურთელი თამაშისას გარდაიცვალა



ფეხბურთში ნიგერიის ჩემპიონატის დროს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა: გუნდებს „ოუშნ ბოიზსა" და „ნიგერ ტორნადოსს" შორის მიმდინარე მატჩზე მასპინძელი გუნდის მოთამაშე ემანუელ ოჰოლი გაზონზე დავარდა, ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თამაში კი გაგრძელდა. მოგვიანებით ექიმებმა განაცხადეს, რომ ოჰოლი გარდაიცვალა.
ფეხბურთელის დაღუპვის მიზეზი არ სახელდება, თუმცა „ოუშნ ბოიზის" ხელმძღვანელობამ ცხედრის გაკვეთა მოითხოვა. შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყოს.
მსგავსი შემთხვევები ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა. ყველაზე ხმაურიანი ტრაგედია კი კამერუნის ნაკრების ფეხბურთელის მარკ-ვივიენ ფოეს გარდაცვალება იყო, რომელიც გულის შეტევით კონფედერაციის თასის ნახევარფინალზე გამოსვლისას, 2003 წელს დაიღუპა. ასევე დიდი რეზონანსი მოყვა „სევილიის" ფეხბურთელის ანტონიო პიერტას მოულოდნელ დაღუპვას.












კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1416 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar