მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10 » 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ტაშკენტიდან
1:59 PM
3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ტაშკენტიდან


5-6 ნოემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა. ოლეგ იაძის გაწვრთნილი გუნდიდან დავით სვიმონიშვილი (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) და ლევან წიკლაური (82 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო მინდია ბოდაველმა (90 კგ) და ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან კვარცხლბეკს მიღმა უშანგი კუზანაშვილი (52 კგ), ავთანდილ ცინცაძე (57 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ) და მირიან პავლიაშვილი (100 კგ) დარჩნენ.






























კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1313 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar