მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » კალაშნიკოვამ ხარკოვში გაისროლა
0:49 AM
კალაშნიკოვამ ხარკოვში გაისროლა



20 წლის ოქსანა კალაშნიკოვამ წლეულს პირველი ტურნირი მოიგო - ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის საერთაშორისო ტურნირში იმარჯვა, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი ამერიკული დოლარია.

მსოფლიოს 213-ე ჩოგანი ამ ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და მან თავისი ფავორიტობა საქმით დაამტკიცა. ფინალში ოქსანამ სამ სეტში მოუგო მე-8 ნომრად განთესილ რუს დარია კუჩმინას (343) - 7:5, 4:6, 6:4. ამ შეჯიბრების მოგებით კალაშნიკოვამ 50 სარეიტინგო ქულა დაიბევა და ის ისევ დაუბრუნდება მე-2 ასეულს, საიდანაც ერთი კვირის წინათ გავარდა. ერთეულთა თანრიგში კალაშნიკოვამ კარიერის მე-5 ტურნირი მოიგო.



კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1213 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar