მთავარი » 2010 » სექტემბერი » 2 » მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
7:49 PM
მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს


რამდენიმე დღის წინ სოფელ კუჭაპანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია გიორგი დიასამიძე, რომელმაც საკუთარი თანაკლასელი, ვალერი კანდელაკი ცივი იარაღით მოკლა. მას მრავლობითი ჭრილობები გულ-მკერდისა და ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მკვლელობა 28 აგვისტოს მოხდა. ინციდენტს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავდა, რომელიც ჩხუბს შეესწრო და ახალგაზრდების გაშველებას ცდილობდა. მოჩხუბარ მეგობრებს შორის ჩამდგარი დიმიტრი მჭედლიძე თავადაც დაიჭრა და ის ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილის ახლობები აცხადებენ, რომ დაკავებულ გია დიასამიძეს თანამზრახველიც ჰყავდა, რომელიც მასთან ერთად მიიმალა.













კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1214 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar