მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » მოსკოვში აჭარის ყოფილი შს მინისტრი მოკლეს
1:41 PM
მოსკოვში აჭარის ყოფილი შს მინისტრი მოკლეს


მოსკოვში აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძე მოკლეს. მისი ცხედარი მილიციელებმა ტარას შევჩენკოს სანაპიროზე იპოვეს.

ინციდენტი წუხელ, ღამის პირველ საათზე მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, 46 წლის ჯინჭარაძეს ორი მამაკაცი ესაუბრებოდა. შემდეგ მათ შორის კამათი დაიწყო, რასაც სროლა მოჰყვა. ამის შემდეგ ორივე უცნობი მამაკაცი მანქანით მიიმალა.

სამართალდამცველებმა ავტომობილის კვალს მიაგნეს, თუმცა მძღოლი ტაქსისტი აღმოჩნდა. ეჭვმიტანილთა დასაკავებლად მოსკოვში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.














კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1293 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar