მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » შპს `კვარციტის`თანამშრომლები დააკავეს
3:28 PM
შპს `კვარციტის`თანამშრომლები დააკავეს


პოლიციამ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი დააკავა. მაიზერ ყაფლანიშვილი, სოსო სამსონიშვილი, ივანე სუხიშვილი, რამაზ მარტიაშვილი, გიორგი კოპალიანი, ავთანდილ გუჯეჯიანი, აკაკი გაბიძაშვილი, ზვიადი ბასილაშვილი ბოლნისის რ-ნში, დაბა კაზრეთში მდებარე შ.პ.ს. `კვარციტიდან` სისტემატურად იპარავდნენ დიდი ოდენობით ოქროს შემცველ ნივთიერებას. ასევე დაკავებულია საწარმოს ცვლის უფროსი რაულ წიფიანი, რომელიც კავშირში იყო აღნიშნულ პირებთან და ხელს უწყობდა დანაშაულის ჩადენაში.

გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ სოსო სამსონიშვილი გამოტანილ ნივთიერებას გადასცემდა კობა ბალახაძეს, რომელსაც გადასამუშავებლად მიჰქონდა ოქრომჭედელ თამაზ მჭედლიშვილთან, ეს უკანასკნელი კი გადამუშავების შედეგად მიღებულ ოქროს რეალიზაციას უკეთებდა. ორივე პირი დაკავებულია.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.















კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1346 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar