მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » ვლადიკავკაზის ტერაქტის ამსახველი ვიდეომასალა
1:18 PM
ვლადიკავკაზის ტერაქტის ამსახველი ვიდეომასალა



9 სექტემბერს ვლადიკავკაზში მომხდარი ტერორისტული აქტის ამსახველი ვიდეომასალა დღეს ინტერნეტით გავრცელდა. კადრები ქუჩაში დამონტაჟებული ერთ-ერთი სათვალთვალო ვიდეო კამერით არის გადაღებულია.

კადრებში ჩანს, თუ როგორ უახლოვდება `ვოლგის` მარკის ავტომობილი ბაზრის შესასვლელს, სადაც მშობლებთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. რამდენიმე წუთში კი მანქანა ფეთქდება. შემზარავ ტერაქტს მაშინ 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ტერორისტის შესახებ კი ახალი ინფორმაცია ვრცელდება. რუსული პრესის ცნობით, მაგომედ არშჩაკოვი, რომელსაც გამოძიება თვითმკვლელად ასახელებს, 2010 წლის იანვარში დაიღუპა. ოჯახის წევრების განცხადებით, არშჩაკოვი მაშინ სადგურზე მუშაობდა და დენმა დაარტყა.










კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1241 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar