11:07 PM ნიკოლოზ ფრუიძე ბრალდებას არ აღიარებს | |
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრალდებას არ აღიარებს და იგი ამ დროისათვის დუმილის უფლებას იყენებს. მედიისათვის კი გამოძიების რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი. როგორც ცნობილია, კომპანია `ენ-ფარმი`, რომელმაც წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინის შემომტან ტენდერში გაიმარჯვა 2009 წელს, 2008 წელს საგანგებოდ ამ ტენდერისთვის შეიქმნა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკოლოზ ფრუიძე თავად იყო ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. დირექტორები კი მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ ნიკოლოზ ფრუიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობისას დაიბარა სატენდერო კომისიის წევრები და პირდაპირ მოსთხოვა, რომ მოეხსნათ ტენდერიდან კომპანია `ჯი-პი-სი`, რომელსაც უკეთესი პირობები ჰქონდა. თუმცა ფრუიძემ არგუმენტების გარეშე სთხოვა კომისიის წევრებს, რომ ხმა ტენდერში კომპანია `ენ-ფარმისთვის` მიეცათ. დარღვევები აღნიშნული ტენდერის ჩატარებაში კონტროლის პალატის დასკვნის
საფუძველზე გახდა ცნობილი. საქმის გამოძიება გრძელდება. დაკავებულია ორი
პირი - ნიკოლოზ ფრუიძე და მისი მეგობარი, `ენ-ფარმი პლუსის` ერთ-ერთი
დამფუძნებელი. კომპანიის დირექტორს ბექა გოცირიძეს კი სამართალდამცველები
ამ დრომდე ეძებენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |