კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული
სპეცალური ოპერაციის შედეგად დააკავეს წარსულში ნასამართლევი დათო
მიკიჩაშვილი და ალიოშა მირზაბეგოვი, რომლებიც უკანონოდ ინახავდნენ დიდი
რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას და მას ცალკეულ
მოქალაქეებზე ასაღებდნენ. ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი
იარაღი და საბრძოლო მასალა.
დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.