მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » 150-მდე ინდმეწარმე დააკავეს
9:13 PM
150-მდე ინდმეწარმე დააკავეს




150-მდე ინდმეწარმე დააკავა დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა. მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისის რამდენიმე ადგილზე ერთდროულად მიმდინარეობდა. სამართალდამცველთა მოქმედების ძირითადი ადგილი სავაჭრო ცენტრები `კიდობანი`და `პასაჟი`იყო.

ინდმეწარმეების ნაწილი სახლებში დააკავეს, ნაწილი საბაჟოებზე, ნაწილი კი დაკითხვის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, მასშტაბური დაპატიმრებები ინდმეწარმეებისა და კომპანია `ტრანს-კარგოს` საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც თურქეთიდან მეწარმეების კუთვნილი ტვირთი გადმოქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადამზიდავ კომპანიაში ყალბდებოდა სასაქონლო დოკუმენტები, რის შედეგადაც ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაზარალდა.

სპეცოპერაციის შემდეგ მოვაჭრეებმა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს.
















კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1300 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: 150-მდე ინდმეწარმე დააკავეს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar