მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა
8:17 PM
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა




ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული განცხადება ხაბულიანმა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ხაბულიანმა განმარტა, მისი გადადგომა ტოკიოში მომხდარ ინციდენტს არ უკავშირდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ უფრო ადრე, 2 თვის წინ მიიღო, ფედერაციაში არსებული არაჯანსაღი ვითარების გამო.

რაც შეეხება ტოკიოში მომხდარ ინციდენტს, ხაბულიანმა ამ ფაქტზე  მთელი პასუხისმგებლობა ყოფილ მთავარ მწვრთნელს ამირან ტოტიკაშვილს დააკისრა. 

ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა თანამდებობა 18 სექტემბერს დატოვა. მიზეზი ტოკიოში მომხდარი ინციდენტი გახდა - საქართველოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე მსოფლიო ჩემპიონატს დაუდევრობის გამო გამოეთიშა.
































კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1309 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar