მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » ნიუ-იორკში გაეროს სამიტის მონაწილე დიპლომატს ყელი გამოჭრეს
4:40 PM
ნიუ-იორკში გაეროს სამიტის მონაწილე დიპლომატს ყელი გამოჭრეს



ნიკარაგუელი დიპლომატი სესარ მარკადო ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ გაზეთი New York Daily News ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებს.

სამართალდამცველთა ცნობით, დიპლომატის ცხედარი პირველად მძღოლმა აღმოაჩინა, რომელსაც მარკადო გაეროს შტაბ-ბინაში უნდა წაეყვანა. როგორც გაირკვა, 34 წლის დიპლომატს ყელი გამოჭრეს.

"მძღოლს ბინის კარი სანახევროდ ღია დახვდა. მარკადოს ცხედარი შესასვლელში ესვენა, მის გვერდით მკვლელობის იარაღი - დანა ეგდო", - განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტს.

გარდაცვლილ სესარ მარკადოს ნიუ-იორკში ნიკარაგუას რესპუბლიკის კონსულის პოსტი ეკავა.

მომზადებულია New York Daily News-ის მიხედვით.





















კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1338 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar