მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27 » იუგოსლავია / Yugoslavia
9:42 PM
იუგოსლავია / Yugoslavia



იუგოსლავია იყო სახელმწიფო შუა და სამხრეთ ევროპაში და ჰქონდა სხვადასხვა დროს (1918/1929–დან 1941 წლამდე და 1944/45 დან 2003–2006 წლებამდე) განსხვავებული ტერიტორიული ფორმა და პოლიტიკური წყობა. 1918 და 1991 მისი ტერიტორია წლებში მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა, 1991/1992 წლებში კი ოთხი წევრი რესპუბლიკის ჩამოცილების შედეგად ყოფილი ტერიტორიის მეოთხედიღა დარჩა.

XX საუკუნის განმავლობაში იუგოსლავიას შემდეგი სახელები და სახელმწიფოებრივი ფორმაციები ჰქონდა:
სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო (1918-1929)
იუგოსლავიის სამეფო (1929–1941)
იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა (1943/45–დან), 1963 წელს სახელი გადაარქვეს და ეწოდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (1991/1992)
იუგოსლავიის ახალი კავშირი (1992–2003)
სერბია და მონტენეგრო (2003–2006).

იუგოსლავიის სახელმწიფო ესაზღვრებოდა იტალიას, ავსტრიას, უნგრეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და ალბანეთს და ჰქონდა დიდი სანაპირო ადრიის ზღვაში მრავალრიცხოვანი კუნძულებითურთ.

ქვეყნის ჩრდილოაღმოსავლეთი ნაწილი შედარებით ვაკობიანი არის, ხოლო დანარჩენი კი უფრო მთა–გორიანი. ყველაზე მაღალი მთა იყო ტრიგლავი (2864 მეტრი იულიუსის ალპებში იესენიცეს მახლობლად. სიმაღლით ტრიგლავის მთას გოლემ კორაბი (კორაბში ალბანეთის საზღვართან გოსტივარის დასავლეთით) და ტიტოვ ვრვი (2747 მეტრი, შარ პლანინაში ტეტოვოს მახლობლად).

ალბანეთის საზღვარზე სამი დიდი ტბა იყო – სკუტარის, ოჰრიდისა და პრესპასი.

მდინარე დონი კვეთდა იუგოსლავიის ჩრდილოაღმოსავლეთს (მათ შორის ქალაქებს ნოვი სადსა და ბელგრადს) და ქმნიდა ერთგვარ ბუნებრივ საზღვარს რუმინეთთან. ამ გამყოფ ხეობას კი რკინის კარიბჭე ჰქვია (სერბულ–ხორვატულად (Đerdap) ჯერდაპი). დონის მნიშვნელოვანი შენაკადი მდინარეები არის დრაუ (დრავა), სავე (სავა), მორავა.



































კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1611 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: იუგოსლავია იყო სახელმწიფო შუა და სა, იუგოსლავია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar