21-22
ოქტომბერს თბილისში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრს უნდა დაეკრა, თუმცა
ირკვევა, რომ გასტროლები ჩაიშალა. ამის შესახებ "ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს.
ორკესტრის წარმომადგენლები ამერიკულ გამოცემასთან აცხადებენ, რომ ამის გამო ათიათასობით დოლარს იზარალებენ.
გამოცემა
საქართველოს კულტურის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას კომენტარსაც აქვეყნებს.
ქართველი მინისტრის განცხადებით, ორკესტრთან კონტრაქტი არ იყო გაფორმებული
და საბოლოოდ მხარეები გასტროლების ხარჯებზე ვერ შეთანხმდნენ.
"ნიუ-იორკ
ტაიმსის" ცნობით, ქართულმა მხარემ ნიუ-იორკში უარის წერილი 10 სექტემბერს
გააგზავნა. "გვესმის ამ გასტროლების მნიშვნელობა, მაგრამ პროექტის
გაგრძელება ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება",- აღნიშნულია წერილში.
როგორც
სტატიიდან ირკვევა, კონტრაქტის გაუფორმებლობის მიუხედავად, მხარეები
შეთანხმებული იყვნენ, რომ ნიუ-იორკის ორკესტრი 21 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის
მუსიკალურ ცენტრში დაუკრავდა, ხოლო 22 ოქტომბერს - ბათუმში.
როგორც ირკვევა, ამ ტურის იდეა ამერიკული ორკესტრის ქართველ სოლისტს ლიზა ბათიაშვილს ეკუთვნოდა.