მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27 » ილია მეორე - ომი იყო არა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ - ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის წინააღმდეგ
4:07 PM
ილია მეორე - ომი იყო არა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ - ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის წინააღმდეგ



ომი იყო არა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ - ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგების დროს განაცხადა.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

წირვის შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა. "ზოგიერთს სურს ჩვენი გათიშვა, რათა იბატონოს. ქართველებმა და აფხაზებმა უნდა შევუნდოთ ერთმანეთს, უნდა მივუსამძიმროთ ერთმანეთს. ამაშია გადარჩენა. ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება. იყოს ნება ღმრთისა", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ გადაიხდიდა პანაშვიდს აფხაზეთში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებლად.

მსახურებაში მონაწილეობდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ასევე, მსახურების დროს ტაძარში იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი გია ბარამია და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები.
უწმინდესმა სუფრაც აკურთხა, რომელიც დღეს ტაძარში საგანგებოდ გაიშალა. მასზე მხოლოდ პური და წითელი ღვინო იყო. ნაკურთხი პური ტაძარში მყოფ მრევლს გაუნაწილდა.


































კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1217 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar