მთავარი » 2010 სექტემბერი 27 » ბარამიძემ ქუთაისში ქარხნები დაათვალიერა
9:35 PM ბარამიძემ ქუთაისში ქარხნები დაათვალიერა | |
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და მეტალურგიულ და ტექსტილის ქარხნებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. ქართულ-უკრაინულ-ინდური მეტალურგიული ქარხანა 150 ადამიანს დაასაქმებს და 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო ქართულ-ეგვიპტურ ტექსტილის ქარხანაში ორი ათასი ადამიანი იმუშავებს და ამისთვის 5 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. მემორანდუმების ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, გიორგი ბარამიძე ესწრებოდა. სტუმრებმა აგრეთვე დაათვალიერეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქართულ-ეგვიპტური ქარხანა, რომელიც უკვე ერთი წელია, მუშაობს. აქამდე ქარხანა დანადგარებს ჩამოტანილი ნაწილებით აწყობდა, ამიერიდან კი საჭირო დეტალებს თავად დაამზადებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |