მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27 » "საქართველოს ფოსტა" გაიყიდება
9:25 PM
"საქართველოს ფოსტა" გაიყიდება



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "საქართველოს ფოსტას" გაყიდის. ამის შესახებ მინისტრმა ვერა ქობალიამ Business New Europe Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”მნიშვნელოვანია, პრივატიზების პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. შემდეგი დიდი საპრივატიზაციო სამიზნე "საქართველოს ფოსტაა", რომელსაც საქართველოში 900 განყოფილება აქვს”, - აღნიშნა ქობალიამ ინტერვიუში.

მისივე თქმით, საპრივატიზაციო ნუსხაში სახელმწიფო ქონებაში არსებული ასობით შენობაა.

”ვერა ქობალიას ორმა წინამორბედმა სამინისტროში წელიწადზე ნაკლები იმუშავეს, რის შემდეგაც ისინი სამსახურიდან დაპირებების შეუსრულებლობის გამო დაითხოვეს. უნდა ვთქვათ, რომ ახალმა მინისტრმა ყურადღების ეკონომიკაზე კონცენტრირება მოახერხა და პირობა დადო, რომ პრივატიზაციის პროცესს გაააქტიურებს, მოიძიებს ახალ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და საქართველოში მცირებიუჯეტიან ავიახაზებს შემოიყვანს”, - წერს Business New Europe Magazine.

ამასთან, როგორც ვერა ქობალია ინტერვიუში აცხადებს, მთვარობა ინვესტიციების მოზიდვას უკვე აზიიდანაც ცდილობს.

”სამიზნეები ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ კორეაა", - აღნიშნავს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრი.

























კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1254 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ფოსტა, გაიყიდება, საქართველოს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar