მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27 » მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი წარმატების საიდუმლო ჟურნალ "GQ"-ს გაუმხილა
1:51 PM
მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი წარმატების საიდუმლო ჟურნალ "GQ"-ს გაუმხილა

www.allfile.do.am - internet files encyclopediaსაქართველოს
პრეზიდენტმა ჟურნალ "GQ"-ს საკუთარი წარმატების საიდუმლო გაუმხილა. მიხეილ
სააკაშვილთან ინტერვიუ პოპულარულმა რუსმა ჟურნალისტებმა, ქსენია სობჩაკმა
და ქსენია სოკოლოვამ ჩაწერეს.

ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი
რეიტინგი, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ მას ახლა მაღალი რეიტინგი აქვს,
რაც ომით არ მოიპოვება.

"რეიტინგი იგივეა, რაც ფული, ვალუტა.
აგროვებ ვალუტას და ხარჯავ მას რეფორმებზე, რეიტინგიც შესაბამისად იკლებს.
მთავარია, მოასწრო მომდევნო არჩევნებისთვის მისი დაგროვება, რომ ხალხი ისევ
წამოგყვეს. პოლიტიკოსის წარმატება რეიტინგით კი არა, რეზულტატით იზომება.
რეზულტატი კი 30 წლის შემდეგ იქნება. პოლიტიკოსს 30 წლის შემდეგ შეაფასებენ
ან ასი წლის შემდეგ, როგორც ათათურქს", - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მისი ყოველთვიური ხელფასი 8 000 ლარს, დაახლოებით 4 000
აშშ დოლარს შეადგენს.

www.allfile.do.am - internet files encyclopediaპრეზიდნეტი
ჟურნალ "GQ"-ს საკუთარ შემოსავლებზეც ესაუბრა. მისი თქმით, პრეზიდნეტის
ხელფასი 8 000 ლარია. სააკაშვილი ატარებს ”Burberry Sport”- ის საათს,
საკუთარ გარდერობს კი თავად ირჩევს. ჟურნალიტები წერენ, რომ პრეზიდენტი
მათთან შესახვედრად ”Armani”-ს ჰალსტუხით მივიდა. სობჩაკმა და სოკოლოვმა
ჰალსტუხთან დაკავშირებით სააკაშვილის ცნობილი კადრები გაიხსენეს.

”როგორ
მომბეზრდა ჰალსტუხის ისტორია. ყველაფერი ასე იყო: ომის დროს, ყველაზე
მძიმე დღეებში ჩემს კაბინეტში ვიმყოფებოდი, სადაც დამონტაჟებული იყო
კამერა. დღეში რამდენჯერმე პირდაპირ ეთერში განცხადებებს ვაკეთებდი. კამერა
ჩართული აღმოჩნდა იმ დროს, როცა პირდაპირი ეთერი არ უნდა ყოფილიყო. კადრი
YouTube-ზე აღმოჩნდა ”, - აცხადებს სააკაშვილი.

www.allfile.do.am - internet files encyclopediaპრეზიდენტის
განმარტებით, ნამდვილი პოლიტიკოსის გაწონასწორებულობა და ტემპერამენტი
არასდროს განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის საკუთარ ჰალსტუხებს,
არამედ განისაზღვრება იმით, როგორ გადაწყვეტილებებს იღებს.

სააკაშვილის
თქმით, ის ცხოვრობს თბილისში, ბინაში. ”მაქვს საპრეზიდენტო რეზიდენცია
ბათუმთან ახლოს, თუმცა, იქ მოსაწყენია. ბათუმში, სასტუმროში საპრეზიდენტო
აპარტამენტში ვცხოვრობ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ინტერვიუში.

ჟურნალისტის
შეკითხვაზე - რით მიფრინავს პრეზიდენტი მაგალითად ამერიკაში, სააკაშვილმა
უპასუხა - ”უბრალოდ თვითმფრინავით ვმგზავრობ, პირველი კლასით”.

ჟურნალ "GQ"-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს სახელია ”არა ჩვენი პრეზიდენტი”.
































კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1470 | დაამატა: allfile | ტეგები: www.allfile.do.am - internet files | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar