მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27 » სოხუმის დაცემიდან 17 წელი შესრულდა
2:46 PM
სოხუმის დაცემიდან 17 წელი შესრულდა



სოხუმის დაცემიდან 17 წელი შესრულდა. თბილისის გმირთა მოედანზე მოსახლეობა დილიდან იკრიბება. ისინი აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან სანთლებს ანთებენ და საქართველოს გმირებს იხსენებენ.

მოედანზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა დევნილთა განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.

`ეს ბიჭები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, რუსული ოკუპაციის, რუსული ჯარების წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მათი დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რომელსაც ისინი შეეწირნენ. ეს არის ქვეყნის აღმშენებლობა და საბოლოო ჯამში, ჩვენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება,` - განაცხადა სუბელიანმა.

`იმისათვის, რომ ეს დღე არ დარჩეს მხოლოდ ტრაგიკულ თარიღად ჩვენს ისტორიაში. იმისათვის, რომ ეს დღე იქცეს ჩვენი შელახული თავმოყვარეობის აღდგენისა და ამ გმირების სამუდამოდ უკვდავყოფის დღედ, ძალიან ბევრი რამ არის საკეთებელი ყოველდღიურად საქართველოში,` - განაცხადა `ქრისტიან-დემოკრატიული` მოძრაობის თავმჯდომარემ გიორგი თარგამაძემ.
















კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1176 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar