9:31 PM პარლამენტარებმა აფხაზეთის ომში დაღუპულები გაიხსენეს | |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გმირთა მოედანზე მივიდა, სადაც მან პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. ბაქრაძე მემორილათან დეპუტატებთან ერთად მივიდა. მათ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ომში გარდაცვლილთა ხსოვნას. `ეს დღე არის ტრაგიკული არა მხოლოდ ქართველებისთვის, დღევანდელი დღე არის ტრაგიკული ასევე აფხაზებისთვისაც. ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი, ვინაიდან იმ დღეს გამარჯვებული არავინ არ დარჩენილა, გარდა იმ გარეშე ძალია, რომლიეს ინსპირაციით, დაკვეთით და მონწილეობითაც მოხდა მაშინდელი ტრაგედია. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად აუცილებელია საქართველოს ძლიერება, საქართველოს განვითარება, როგორც სახელმწიფოსი, და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენ უნდა მოვძებოთ აფხაზეთისა და აფხაზებისკენ მიმავალი გზა, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ცხინვალისა და ოსებისკენ მიმავალი გზა. მომავალი აქვს მხოლოდ ერთიან, გამთლიანებულ, თავისუფალ საქართველოს, არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ, პირველ რიგში, აფხაზებისთვის და ოსებისთვისაც,` - განაცხადა ბაქრაძემ.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |