პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა და ლიდერის შეცვლა შესაძლებელია.
თუმცა, როგორც საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პენსიაზე გასვლისთვის ძალიან ახალგაზრდაა.
"პოლიტიკური
გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა სააკაშვილთან ერთად უფრო ადვილი
წარმოსადგენია, თუმცა არც მის გარეშეა წარმოუდგენელი. ბოლშევიკების
პერიოდშიც ვერ წარმოედგინათ თუ სახელმწიფო სტალინის გარეშე იარსებებდა,
მაგრამ მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და იმ გუნდმაც, რომელიც მაშინ
ხელისუფლებაში დარჩა, ბევრი ლიდერი გამოიცვალა", - განაცხადა საყვარელიძემ.
თუმცა, პოლიტოლოგი ეჭვობს, მიხეილ სააკაშვილს რეალურად ასეთი მიზანი ჰქონდეს.
"ის
ახალგაზრდა, ენერგიით სავსე პოლიტიკოსია და ალბათ შეეცდება, რომ
პოლიტიკაში დარჩეს. თავისი გუნდის სხვა წევრებზე ნაკლებად ენერგიული არ
არის და პენსიაზე გასვლისთვისაც ძალიან ახალგაზრდაა", - აღნიშნა
საყვარელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ
ტელეკომპანია "ალ ჯაზირასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანია,
იდეოლოგია და გუნდი, რომელსაც წარმოადგენს, ხელისუფლებაში დარჩეს.
"მოხარული
ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი - რეფორმატორთა
ჯგუფი, ის იდეოლოგია და პროგრამა, რომელმაც საქართველოს წინსვლა უნდა
უზრუნველყოს, დარჩეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.