მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27 » SsangYong-მა ახალი კროსოვერის სერიული ვერსია წარმოადგინა
9:10 PM
SsangYong-მა ახალი კროსოვერის სერიული ვერსია წარმოადგინა



იტალიურმა გამოცემა Quattroruote-მა ახალი კროსოვერის SsangYong Korando-ს სერიული ვერსიის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც კონცეპტ-ქარ C200-ის მოტივებზეა შექმნილი.

ახალი ავტომობილის გაბარიტული სიგრძე, რომლის დიზაინის შექმნაზე იტალიურმა ატელიე Giugiaro-მ იზრუნა, 4,4 მეტრს შეადგენს. კროსოვერი მთლიანად ახალ შასიზეა აგებული, რომელსაც მომავალში სხვა მოდელებზეც გამოიყენებენ. Korando ორ - წინა და სრულამძრავიან ვერსიებად იქნება წარმოდგენელი.

თავდაპირველად კომპანია მომხმარებლებს ავტომობილს მხოლოდ 175-ძალიანი, ორლიტრიანი დიზელის ძრავით შესთავაზებს, რომელსაც ექვს-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, სურვილისამებრ, ავტომატური ან მექანიკური ექნება. მომავალი წლის ბოლოსთვის კი ავტომობილის ახალი მოდიფიკაციები გამოჩნდება, რომლებიც 115-ძალიანი ბენზინისა და 150-ძალიანი დიზელის ძრავებით აღიჭურვება.

ევროპის ბაზრებზე SsangYong Korando-ის ფასი 21-დან 28 ათას ევრომდე იქნება.

მომზადებულია quattroruote.it-ის მიხედვით.













































კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1579 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ახალი, ა წარმოადგინა, ვერსი, კროსოვერი, ს სერიული, SsangYong-მა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar