მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27 » სოსო ცინცაძე - მიხეილ სააკაშვილის გარეშე "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება
9:05 PM
სოსო ცინცაძე - მიხეილ სააკაშვილის გარეშე "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება



პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება.

როგორც ექსპერტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველოში არჩევნებს ყოველთვის ლიდერი იგებდა. თუმცა, ცინცაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია მაშინაა ძლიერი, როდესაც პარტიის გამარჯვება ერთ პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული.

"არჩევნებში გამარჯვებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც პარტია იმარჯვებს და არა მხოლოდ ლიდერი. დღეს საქართველოში ვერც ერთი პარტია ვერ იქცა დასავლურ, ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალად, პარტიული მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში ვერ დამკვიდრდა. მათ შორის ვერც "ნაციონალური მოძრაობა" იქცა ისეთ პარტიად, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია", - განაცხადა ცინცაძემ.
შესაბამისად, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი ხელისუფლებაში დარჩეს, თუმცა ფიქრობს, რომ მათ ეს ძალიან გაურთულდებათ.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ალ ჯაზირასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანია, იდეოლოგია და გუნდი, რომელსაც წარმოადგენს, ხელისუფლებაში დარჩეს.
"მოხარული ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი - რეფორმატორთა ჯგუფი, ის იდეოლოგია და პროგრამა, რომელმაც საქართველოს წინსვლა უნდა უზრუნველყოს, დარჩეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.










































კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1286 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ხელისუფლებაში, მოძრაობას, სოსო ცინცაძე - მიხეილ სააკაშვილის გ, გაუჭირდებ, დარჩენა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar